პარლამენტის ანტიკრიზისული საბჭოს წევრები შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისრტოში დაგეგმილი რეფორმებით ინტერესდებიან.
როგორც სხდომის დაწყების წინ ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარემ გია თორთლაძემ განაცხადა, ჯანდაცვის მინისტრთან სანდრო ურუშაძესთან შეხვედრის დროს ძირითადად საუბარი უწყებაში მიმდინარე რეფორმებს და ახლა კონცეფციას შეეხება, რომელიც სამინისტრომ შეიმუშავა.
"ჩვენ ვისაუბრებთ "ძველ ვალებზეც", რომლიც სამინისტროს აქვს დარჩენილი. კერძოდ კი, როგორც იცით "ბლოკ ჯორჯიას" მიერ დაწყებულ სამუშაოები არ დასრულდა, ამიტომ გვაინტერესებს, რა ბედი ელით ამ საავადმყოფოებს", - აღნიშნა თორთლაძემ.
მისივე თქმით, საუბარი რეკრიატიულ პროგრამების შეჩერებასაც შეეხება და დეპუტატები მინისტრისგან ეცდებიან, მიიღონ პასუხი, ამ პროგრამების შეჩერება რამდენად იყო მიზანშეწონილი.
შეგახსნებთ, რომ ამ წუთებში პარლამენტში ანტიკრიზისული სხდომა მიმდინარებს, რომელზეც პარლამენტარებს ინფორმაციას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი სანდრო ურუშაძე მიაწვდის.
სხდომა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.