პარლამენტში იხილება სამშენებლო ამნისტიის სრულიად უკონტროლო კანონპროექტი, რომელსაც გუშინ იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე "ლელოს" წევრმა ანა ნაცლიშვილმა.
"სამი კვირაა რაც გარემოს დაცვის კომიტეტში ვმუშაობ და დავადასტურებ, რომ ნამდვილად შრომატევადი საქმეა, ვინც მუშაობს მინიმუმ ამის აღიარება ეკუთვნის. მაგრამ როგორ ავხსნათ მიღებული კანონების პარალელურად, რომ პარლამენტში იხილება სამშენებლო ამნისტიის სრულიად უკონტროლო კანონპროექტი, რომელსაც გუშინ იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა. ეს კანონპროექტი ყველა დარღვევის ამნისტიას აპირებს, რა გამოდის ტყუილად ვწერთ და კომიტეტიც ტყუილად შრომობს კანონების მიღებაზე? თბილისი ბეტონის ჯუნგლებად არის ქცეული და ასეა ბათუმიც, რა ვქნათ? მწვანე სივრცე აღარ არის ქალაქში, სადაც შეიძლება ადამიანმა გაისეირნოს", - ნაცვლიშვილმა.