საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა აცხადებს, რომ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელიამ პარლამენტში საკუთარი ადგილი უნდა დაიკავოს.
მისივე თქმით, ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მხრიდან შემოთავაზებული შეთანხმების დოკუმენტის შესრულება ყველა პოლიტიკოსისთვის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს.
"ევროკავშირის მიერ ნიკა მელიას გირაოს გადახდა, პირველ რიგში, მიუთითებს იმ ფაქტზე, თუ რამდენად დიდია ინტერესი საქართველოს მიმართ, რომ ამ პოლარიზებამ და დაძაბულობამ დაიკლოს, ყველამ გადაინაცვლოს პარლამენტში სამუშაოდ და გააგრძელონ ის საქმიანობა, რომელიც მათ მანდატებს ეკადრება და მიანიჭა მოსახლეობამ.
ამიტომ, შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულება უნდ იყოს მთავარი ამოსავალი წერტილი ყველა პოლიტიკოსისთვის, მათ შორის, ნიკა მელიასთვის, რომელიც მას შემდეგ, რაც დატოვებს საპატიმროს, ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა დაიკავოს პარლამენტში ადგილი და გააგრძელოს ის საქმიანობა, რომელსაც ელოდებიან ევროპელები მათგან. ნიკა მელია პოლიტპატიმარი არ არის, რაც შეეხება მის დანაშაულს - ჯერ სასამართლოს გადაწყვეტილება არ მიუღია, ამიტომ ვერ ვიტყვით ის არის თუ არა დამნაშავე”, - განაცხადა კახა კუჭავამ.