ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინის, Sinopharm-ის ავტორიზაციის საკითხს 26 აპრილს განიხილავენ, ხოლო Sinovac-ის ვაქცინის ავტორიზაციას 3 მაისს.
გამოცემა Reuters-თან საუბრისას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა თქვა, რომ გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებენ.
ამ ეტაპისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ავტორიზაცია მისცა Pfizer-ს, AstraZeneca-ს და Johnson & Johnson-ს.
საქართველოში მოსახლეობის "სინოფარმით" ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია 27 აპრილიდან დაიწყება.
საქართველოში ჩინური "სინოფარმის" ვაქცინის 3 აპრილს 100 000 დოზა ჩამოვიდა. ვაქცინის ერთ დოზაში საქართველოს მხარემ დაახლოებით 20 დოლარი გადაიხადა.
უახლოეს მომავალში, საქართველოში კიდევ ერთი ჩინური ვაქცინა შემოვა. სინოვაკის ვაქცინის 100 000 დოზას საქართველო ჩინეთისგან უსასყიდლოდ მიიღებს.
31 დეკემბერს, ჩინეთმა Sinopharm-ის მიერ შემუშავებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ფართო გამოყენებისთვის დაამტკიცა. ფარმაცევტული კომპანია Sinopharm-ის განცხადებით, მესამე ფაზის კვლევებმა აჩვენა, რომ ვაქცინა 79%-ით ეფექტურია. მანამდე, დეკემბრის დასაწყისში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებმა განაცხადა, რომ ვაქცინა 86%-ით ეფექტური აღმოჩნდა. არაბთა გაერთიანებულ საამიროები პირველი ქვეყანა იყო, ჩინეთს გარეთ, რომელმაც Sinopharm-ის ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისთვის სექტემბერში დაამტკიცა.