საქართველოში ჩინური "სინოფარმის" ვაქცინის 100 000 დოზა ჩამოვიდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაციის პროცესი მას შემდეგ დაიწყება, რაც "სინოფარმი" ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას მიიღებს.
მათივე ინფორმაციით, სინოფარმით აცრის საშუალება ამ ეტაპზე 55 წელს ზემოთ მყოფ პირებს და სამედიცინო პერსონალს ექნება.
"დღეს ვაქცინაციის პროგრამა აქტიურად მიდის. „სინოფარმის“ გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები დღესაც არსებობს და მოქალაქეს არჩევანის გაკეთება შეუძლია, მაგრამ რადგან ჩვენი მიდგომა იყო, რომ ჯანმოს მიერ ავტორიზებული ვაქცინები გამოვიყენოთ, ვფიქრობ, მეტი ნდობა ექნება ვაქცინას მას შემდეგ, რაც ავტორიზაციას მიიღებს", - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია.
"სინოფარმის" ვაქცინაციისთვის საჭიროა 2 დოზის მიღება, 21-დღიანი ინტერვალით.