აპრილში საქართველოში კიდევ ერთი ჩინური წარმოების ვაქცინა, "სინოვაკი" შემოვა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, "სინოვაკის" 100 000 დოზას საქართველო ჩინეთისგან უსასყიდლოდ მიიღებს.
"ჩინეთს დღეს აქვს ხუთამდე ვაქცინა, აქედან საერთაშორისო მასშტაბით გამოიყენება ორი, "სინოვაკი" და "სინოფარმი". ამას გარდა, ჩინეთის მთავრობა ასევე საქართველოს გადასცემს უსასყიდლოდ „სინოვაკის“ ვაქცინას, რომელიც ძალიან ფართოდ გამოიყენება ირგვლივ მყოფ ქვეყნებში, მაგალითად, თურქეთში, უკვე დაახლოებით 15 მლნ დოზა, დაახლოებით ნახევარი მილიონი დოზაა გამოყენებული აზერბაიჯანში. მასაც ფართო მოხმარება აქვს. ორივე ვაქცინა წარდგენილია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციაზე, რომელსაც დიდი ალბათობით მიიღებენ აპრილის შუა რიცხვებში", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გასულ კვირას, საქართველომ "სინოფარმის" 100 000 დოზა მიიღო.