შეთანხმებისა და ძლიერი ერთგულების საფუძველზე, მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა შეასრულებს თავის ნაწილს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა.
მისივე თქმით, რჩება შთაბეჭდილება, რომ არსებობს ძლიერი პოლიტიკური ნება, გადაიდგას ნაბიჯი სწორი მიმართულებით, რაც არის შეთანხმების შესრულება.
"შეთანხმებისა და ძლიერი ერთგულების საფუძველზე, მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა შეასრულებს თავის ნაწილს, რათა უზრუნველყოს ვალდებულებების შესრულება. ეს არის ასევე ნდობის საკითხი, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რადგან ბოლო დღეებსა და საათებში სხვადასხვა პოლიტიკურ ლიდერთან მქონდა მოლაპარაკებები და მაქვს შთაბეჭდილება, რომ არსებობს ძლიერი პოლიტიკური ნება, რომ გადაიდგას ნაბიჯი სწორი მიმართულებით, ეს სწორი მიმართულება არის ამ შეთანხმების შესრულება", - აღნიშნა შარლ მიშელმა.