აქართველოში დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ჩამოდის. ორბელიანების სასახლეში გამართულ დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიალს გუშინ, ის დისტანციურად, ბრიუსელიდან ესწრებოდა.
შეგახსენებთთ, გუშინ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ორბელიანების სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე "საქართველოს წინსვლის გზა" ხელი მოაწერა.
დოკუმენტზე ხელმომწერები არიან : "გირჩი, "გირჩი მეტი თავისუფლება", "მოქალაქეები", "ლელო", "რესბუბლიკელები", "ქართული ოცნება" და ინდივიდუალურად - დავით ბაქრაძე და "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი.
შეთანხმების ტექსტს ამ ეტაპზე არ უერთდება "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო".
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, სოციალურ ქსელშიც გამოეხმაურა - "მე ახლა ბრიუსელში ვიმყოფები, თუმცა ჩემი გული საქართველოშია," - განაცხადა პრეზიდენტმა. მან პოლიტიკურ ლიდერებს, შეთანხმების მიღწევა მიულოცა.