კოსოვოს პარლამენტმა პრეზიდენტად 38 წლის იურისტი, მმართველი პარტია "თვითგამორკვევის" კანდიდატი ვიოსა ოსმანი აირჩია.
ოსმანის კანდიდატურას 120-წევრიანი პარლამენტის 71-მა წევრმა დაუჭირა მხარი.
ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს ოსმანის არჩევა და განაცხადეს, რომ მყიფე დემოკრატიის ქვეყენაში არ არის მისასალმებელი, როდესაც უმაღლესი თანამდებობები (პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის სპიკერი) მმართველი პარტიის წევრებს უჭირავთ.
ვიოსა ოსმანი 1982 წელს დაიბადა. იურიდიული განათლება მიიღო კოსოვოში, პრიშტინის უნივერსიტეტში. მოგვიანებით, სწავლა განაგრძო შეერთებულ შტატებში, პიტსბურგის უნივერსიტეტში, სადაც დოქტორის ხარისხი მიიღო.