აშშ-ში, ვირჯინიის შტატის გუბერნატორმა რალფ ნორტემმა ხელი მოაწერა კანონპროექტს სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ.
ამგვარად, ვირჯინია გახდა 32-ე შტატი, რომელმაც უარი თქვა თავის ტერიტორიაზე სიკვდილით დასჯაზე. ამ დრომდე ვირჯინიის შტატი სასიკვდილო განაჩენის აღსრულების მიხედვით ქვეყანაში ლიდერობდა. ამერიკული მედიის თანახმად, ვირჯინიის არსებობის ისტორიაში, მათ შორის ბრიტანეთის კოლონიის სტატუსის ქვეშ, მისმა ხელისუფლებამ სიკვდილით 1 400 ადამიანი დასაჯა.
ახალი კანონი სიკვდილით დასჯას შეცვლის უვადო პატიმრობით, პირობით-ვადამდელი გათავისუფლების შესაძლებლობის გარეშე.
თებრვალში სიკვდილით დასჯის გაუქმებას ვირჯინიის შტატის კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს.
Gallup-ის გამოკითხვა აჩვენებს, რომ სიკვდილით დასჯის საკითხზე ამერიკელთა აზრი დაყოფილია. გამოკითხულ ამერიკელთა 55% გასამართლებული მკვლელების სიკვდილით დასჯას ემხრობა, 43% კი წინააღმდეგია.
ამერიკის 28 შტატში სიკვდილით დასჯა კვლავ დაშვებულია, თუმცა რამდენიმა მათგანმა, მათ შორის კალიფორნიის შტატმა სასჯელის აღსრულებაზე მორატორიუმი დააწესა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინფორმაციით, მისი წევრი 194 ქვეყნიდან სიკვდილით დასჯა კანონით ან პრაქტიკულად გაუქმებულია 170 ქვეყანაში