სახალხო დამცველმა მალაიზიაში დაკავებული ქართველების - დარეჯან კოხტაშვილისა და ბაბუცა გორდაძის დასახმარებლად საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართვა გაუგზავნა
"AMNESTY INTERNATIONAL", " Human Rights Watch", "ადამიანის უფლებათა აზიური ორგანიზაცია და კონგრესი" და "მალაიზიის ადამიანის უფლებათა კავშირი" - ეს ის ოთხი ორგანიზაციაა, რომელსაც ტუღუშმა მიმართვა გაუგზავნა. ომბუდსმენი საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვს დაკავებულების არსებული კონვენციების მიხედვით ექსტრადირების შესაძლებლობა განიხილონ.
ტუღუშის უწყებამ პირველი პაუხი " AMNESTY INTERNATIONAL "-გან უკვე მიიღო, რომლის მიხედვითაც " AMNESTY INTERNATIONAL " ქართულ მხარეს პირობას აძლევს, რომ ქართველი დაკავებულების დახმარების პროცესში ჩაერთვება.
"AMNESTY INTERNATIONAL" აზიის ორგანიზაციის მთავარი ოფისი კუალა-ლუმპურში მდებარეობს. მათი თქმით საქმეს განიხილავენ ამ ორგანიზაციის იურისტები და საქართველოს მოქალაქეებს იურიდიულ დახმარებას გაუწევენ.
" Amnisty interneisenali " აზიის ორგანიზაციის ოფისი მალაიზიაშია. მათ მოგთხვოვეს დამატებითი დეტალები საქმესთან დაკავშირებით. მათ მოითხოვეს ქართველი ქალების სამყოფელი პოლიციის შენობების მისამართები. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით, ჩვენ მათ მივეცით ორივე პოლიციის შენობის მისამართი. ეს ორი ქალბატონი მალაიზიის პოლიციას სხვადასხვა ადგილას ჰყავს გადაყვანილი. მათთან შესული იყო ქართულენოვანი თარჯიმანი და მან თქვა რომ ისინი ნორმალურ პირობებში იმყოფებიან. "AMNESTY INTERNATIONAL" არ გამორიცხავს, რომ კონკრეტული კანონდარღვევის შემთხვევაში მიმართონ მალაიზიის მთავრობას" - განაცხადა ტუღუშმა.
ტუღუშის თქმით, საქართველოს თუ შესაძლებლობა ექნება კოხტაშვილსა და გორდაძეს ადვოკატებს დაუნიშნავენ.
" AMNESTY INTERNATIONAL " წევრები დაესწრებიან ხვალ და ზეგ დანიშნულ სასამართლო პროცესს და ასევე განიხილავენ დაკავებულების უფლებები არის თუ არა დარღვეული.
შეგახსენებთ, რომ დარეჯან კოხტაშვილი და ბაბუცა გორდაძე მალაიზიაში ტურისტული ვიზით თბილისიდან გაემგზავრნენ. სტამბული-მაროკო-კამერუნი-მალაიზია _ ასეთი იყო მარშრუტი. როგორც ისინი აცხადებენ, კამერუნში ჩასვლისას მათ უცნობმა პირმა ტვირთის მალაიზიაში გადატანა სთხოვა. მალაიზიაში ისინი ნარკოტიკების შეტანის მცდელობისთვის დააკავეს.