ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის სიმფონიური ორკესტრი 70 კაციანი შემადგენლობით ლაგოდეხის ნაკრძალს ესტუმრა.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის და ბელგიის სამეფოს საელჩოს პატრონაჟით განხორციელებული ვიზიტის ფარგლებში ორკესტრს დაცული ტერიტორიების სააგენტომ უმასპინძლა.
ტურის განმავლობაში ორკესტრის წევრებმა დაათვალიერეს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრი, მოინახულეს ჩანჩქერი და გაისეირნეს ცხენებით.
ვიზიტის მიზანია საქართველოს და ბელგიას შორის კულტურული ურთიერთობების გააქტიურება.
მასალის გამოყენების პირობები