საქართველოში გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, "არ შეიძლება პოლიტიკოსი გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისგან და იყოს პრივილეგირებული". ამის შესახებ მან გია გაჩეჩილაძის, იგივე "უცნობის" საავტორო გადაცემაში "კიდობანი" ნიკა მელიასა და პოლიტპატიმრებზე დასმული შეკითხვის საპასუხდოდ თქვა.
"არ შეიძლება პოლიტიკოსი გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისგან და იყოს პრივილეგირებული. ტერმინზე, "პოლიტიკური პატიმარი", ფრთხილად ვიყოთ... მაგალითად, პოლიტიკური პატიმრები არიან ბელარუსშიც და ევროკავშირმა ისინი ოფიციალურად აღიარა, ისინი ნამდვილად არიან პოლიტიკური პატიმრები", - თქვა ქნირშმა.