მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის ბიტკოინის ფასი რეკორდული ზრდის შემდე, მკვეთრად 9%-ით დაეცა. 1 ბიტკოინის ღირებულება ამ დროისათვის 53-დნ 54.5 ათას დოლარამდე მერყეობს.
ეკონომიკური სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამის მიზეზი შეიძლება ამერიკაში პანდემიის დროს დაზარალებული კერძო და იურიდიული პირებისთვის გამოყოფილი დახმარების პაკეტი იყოს.
1.9 ტრილიონი ამერიკული დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტს, ორპარტიული შეთანხმების შემდეგ, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გასულ კვირას მოაწერა ხელი.
ბიტკოინის ფასის ვარდნის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი ასევე შეიძლება ის იყოს, რომ ამერიკის ხაზინის შემოსავალმა 13 თვის მაქსიმუმი აჩვენა და 1.64% შეადგინა.
რეკორდი ბიტკოინმა 13 მარტს დაამყარა, როდესაც მისმა ღირებულებამ 60 ათას დოლარს გადააჭარბა.
ბიტკოინის ფასი, თავდაპირველად, 1 ცენტზე ნაკლები იყო, 2017 წლის დეკემბერში კი მისმა ღირებულებამ $20 000-ს გადააჭარბა.