ოპოზიცია ევროკავშირის მედიატორის კრისტიან დანიელსონის საქართველოში ვიზიტის ერთი დღთ გახანგრძლივებას დადებითად აფასებს.
"ქართული ოცნების" განცხადებამ საზოგადოებაში გააჩინა განცდა, რომ მათ გადაწყვიტეს, ეს მოლაპარაკებები ამ ეტაპზე უშედეგოდ დასრულებულიყო. მივესალმებით იმას, რომ მედიატორმა საქართველოში დარჩენა გადაწყვიტა და არ აპირებს ბრიუსელში ხელცარიელი ჩასვლის შესაძლებლობა მისცეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მაგრამ ფაქტია, რომ რაც უნდა მონდომებული იყოს მედიატორი და ოპოზიცია, ამ შეთანხმებას სჭირდება ორი მხარე და შესაბამისად, გააჩნია დღეს ხელისუფლება რა პოზიციით წარდგება ამ მოლაპარაკების პროცესში", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა სალომე სამადაშვილმა.
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებს მედიაციას კრისტიან დანიელსონი, ევროპული საბჭოს პირადი წარმომადგენელი უწევს. დანიელსონმა გუშინ, საღამოს, "ქართული ოცნების" ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოში ვიზიტს ერთი დღით ახანგრძლივებს და იმედოვნებს, გარკვეულ გადაწყვეტილებას მიიღებენ.