პარტიის „პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი მოლაპარაკებებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
„პარტიის „პროგრესი და თავისუფლება“ სახელით, მინდა გამოვეხმაურო მიმდინარე მოლაპარაკებებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან.
მოლაპარაკებების წინაპირობა, პირველი ეტაპი არის პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლება.
დღეს ყველამ, მათ შორის მმართველმა ძალამ და მოლაპარაკებაში ჩართულმა მედიატორმა თუ ფასილიტატორმა მხარემ აღიარა, რომ საქართველოში არის ღრმა პოლიტიკური კრიზისი, რომელიც არ ეხება მხოლოდ ერთ ან რამდენიმე პოლიტიკურ ჯგუფს. შესაბამისად, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის ერთადერთ გზას წარმოადგენს ახალი საპარლამენტო არჩევნები.
მოვუწოდებ ყველას - შევთანხმდეთ ახალი არჩევნების თარიღზე! „ - ამბობს ოქრიაშვილი.