„ეს მოლაპარაკებები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ მივაღწიოთ დეესკალაციას კრიზისის განმუხტვას და შევქმნათ ფუნდამენტი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისთვის და საზოგადოების კონსოლიდაციისთვის, აცხადებს ლელოს ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე. მისი განმარტებით, მოლაპარაკებებს უნდა შევხედოთ როგორც მოლაპარაკებებს, რომელიც უქმნის შანსს ქვეყანას.
"ეს არის უნიკალური შანსი, როდესაც ასეთი მაღალი დონის ჩართულობას ვხედავთ, იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ შევძლოთ პრობლემები გადავწიოთ უკან და ვიფიქროთ კონსტრუქციულად ერთად იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გამოვიყვანოთ იმ ბევრი პრობლემისგან რომელიც დღეს გვაქვს. ამ მოლაპარაკებებს უნდა შევხედოთ როგორც მოლაპარაკებებს, რომელიც უქმნის შანსს ჩვენს ქვეყანას იმისთვის, რომ შევქმნათ მართლაც ნამდვილი ფუნდამენტი ჩვენი ქვეყნის ინსტიტუციონალური განვითარებისთვის, ჩვენი ქვეყნის საზოგადოების გამთლიანებისთვის და ჩვენი ქვეყნის ევროპულ გზაზე დაყენებისთვის“,- განაცხადა ჯაფარიძემ.