"გამოდი ღირსებისთვის" - დღეს, 15:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართება.
აქტივისტები რამდენიმე დღის წინ გასაჯაროებული ფარული აუდიო ჩანაწერის შინაარსს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ამ შესაძლო დანაშაულისთვის ყველა იმ პირმა უნდა აგოს პასუხი, ვინც ჩანაწერში ფიგურირებს.
შეგახსენებთ, რომ 6 მარტს ტვ „პირველის“ გადაცემაში ნოდარ მელაძის შაბათი, გავრცელდა სატელეფონო საუბრის ჩანაწერი. სიუჟეტის ავტორების თქმით, აუდიოჩანაწერში ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ესაუბრება იმ ახალგაზრდების დაშინებასა და დასჯაზე, რომლებმაც მადზე ინტერნეტში შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. სატელეფონო საუბრის ერთ-ერთი ფიგურანტია ანზორ ჩუბინიძეც.
ქართულ ოცნებაში განაცხადეს, რომ ეს ჩანაწერი ფაბრიკაციაა და 2010 წელს გაკეთებული ათეულობით ჩანაწერიდან არის დამონტაჟებული.
ფოტო: არქივი