ყაზბეგი-ლარსის მონაკვეთზე გზის გამწმენდითი სამუშაოები დღეიდან დაიწყება. 50-ტონიანმა ლოდმა რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი გზა ჩახერგა. ამ ეტაპზე ლარსზე მანქანების მოძრაობა შეფერხებულია. კლდის ჩამოშლა ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია.
ადგილზე სპეციალური ტექნიკა მუშაობს. მიმდინარეობს ზედაპირული განწმენდითი სამუშაოები.
სპეციალისტების განცხადებით, ლოდის სიდიდის გამო მისი აფეთქების გარეშე დაშლა და შესაბამისად გაწმენდა შეუძლებელი იქნება.