მოლდოვამ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის Covax პლატფორმის მეშვეობით ასტრაზენეკას ვაქცინის პირველი დოზები მიიღო. ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ იუწყება.
ამგვარად, მოლდოვა პირველი ქვეყანაა ევროპაში, რომელმაც კოვაქსისგან ვაქცინის დოზები მიიღო.
მაია სანდუს ინფორმაციით, საწყის ეტაპზე მოლდოვამ კოვაქსისგან ასტრაზენეკას ვაქცინის 14 000 დოზა მიიღო.
"დღეს მოლდოვოს რესპუბლიკაში ჩავიდა უფასო ვაქცინების პირველი პარტია COVAX პლატფორმის საშუალებით. ჩვენ ვართ ევროპაში პირველი ქვეყანა, ვინც ვაქცინა მიიღო ამ ინიციატივით. AstraZeneca ვაქცინის 14,400 დოზა დაგვეხმარება გავაგრძელოთ სამედიცინო პერსონალის იმუნიზაცია და შევამციროთ ვირუსის გავრცელება", - წერს მაია სანდუ სოციალურ ქსელში.
მანამდე მოლდოვამ ასტრაზენეკას ვაქცინის 21 600 დოზა რუმინეთისგან საჩუქრად მიიღო. სულ რუმინეთი მოლდოვას ვაქცინის 200 000 დოზას გადასცემს.