„ქვეყანაში, სამართლებრივ სახელმწიფოში არჩევნების შედეგად არის მოსული პოლიტიკური ძალა, რომელსაც მხარს უჭერს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა. აქედან გამომდინარე, ოპოზიცია უნდა დაელოდოს მომავალ არჩევნებს და უკვე შემდეგ არჩევნებზე სცადოს ბედი", - აცხადებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი. მისი განმარტებით, ოღონდ ასე თუ დაელოდება, ალბათ არც ოპოზიციაში მოხვედრის შანსი ექნება.
"ეს არის დემოკრატიის პრინციპი და ვინც ებრძვის დემოკრატიას, პრემიერ-მინისტრის გადადგომა კი არა, ვერანაირი მოვლენა ვერ იქნება წინაპირობა იმისა, რომ დემოკრატიას რამე საფრთხე შეექმნას, ჩვენ ვართ, ვიყავით და ვიქნებით დემოკრატიის სადარაჯოზე“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.