"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, სალომე სამადაშვილის აზრით, მოლპარაკებების გასაგრძელებლად და შეთანხმების მისაღწევად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა გიორგი რურუას გათავისუფლებაა.
"შეწყდეს დევნა ნიკა მელიას წინააღმდეგ და გათავისუფლდეს პოლიტპატიმარი გიორგი რურუა, ამის შემდეგ შეიძლება გავაგრძელოთ მოლპარაკებები. დროა, ეს გააცნობიეროს ხელისუფლებამ, რადგან რაც უფრო ღრმად შევლენ ამ გზაზე, მით უფრო ვერ გამოვლენ იქიდან", - ამბობს სალომე სამადაშვილი.
გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა. ამის მიზეზად მან ნიკა მელიას დაკავების ირგვლივ განვითარებული მოვლენები დაასახელა. გახარიამ აღნიშნა, რომ მისთვის მიუღებელია ნებისმიერი კანონიერი ღონისძიების აღსრულება საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის, სიცოცხლისა თუ პოლიტიკური ესკალაციის რისკის ფასად.
პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.