ფრთხილი ოპტიმიზმით ვიტყოდი, რომ როგორც ჩანს, განათდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებში, ამ შემთხვევაში ვგულისხმობა გახარიას, რომელმაც არ გადადგა მეორეჯერ ნაბიჯი სისხლისღვრისკენ,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.
„ჩვენი ამოცანა არ არ იყო და არ იქნება ძალადობა, ვიღაცის დაჩაგვრა იმიტომ, რომ ჩცვენ მართლები ვართ. ჩვენ გვინდა ქვეყანა განვითარდეს. ფრთხილი ოპტიმიზმით ვიტყოდი, რომ როგორც ჩანს, განათდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებში, ამ შემთხვევაში ვგულისხმობა გახარიას, რომელმაც არ გადადგა მეორეჯერ ნაბიჯი სისხლისღვრისკენ, რომლისკენაც ალბათ მოუწოდებდნენ გუნდის წევრები“,- განაცხადა მელიამ.
გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა. ამის მიზეზად მან ნიკა მელიას დაკავების ირგვლივ განვითარებული მოვლენები დაასახელა. გახარიამ აღნიშნა, რომ მისთვის მიუღებელია ნებისმიერი კანონიერი ღონისძიების აღსრულება საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის, სიცოცხლისა თუ პოლიტიკური ესკალაციის რისკის ფასად.
პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.