ყოფილი ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებას Twitter-ზე ეხმიანება.
"საქართველოში მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის შესახებ ეჭვები აქამდეც არაერთხელ გამოთქმულა სხვადასხვა საკითხის მიმართ. ოპოზიციის ლიდერის დაკავება უკიდურესად მძიმე მოვლენაა. ნამდვილად ბნელი დღე დადგა თბილისში", - წერს რებეკა ჰარმსი.