ეს ადამიანები დალინკული არიან რუსეთთან და ოკუპაციის შემდეგ ზოგიერთი მათგანი პუტინის გვერდითაც კი გვახსოვს, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების საკითხზე საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადების კომენტირებისას.
"არ შეიძლება, ანტირუსულ თემებზე "ნაციონალების" ოფისიდან ის ხალხი გელაპარაკოს, რომელთა შორის ყოველი მეორე გამომსვლელი პირდაპირ დაკავშირებულია რუსეთთან და ნაციონალები ბრალს დებდნენ სისხლის სამართლის სახით. ეს ადამიანები დალინკული არიან რუსეთთან და ოკუპაციის შემდეგ ზოგიერთი მათგანი პუტინის გვერდითაც კი გვახსოვს", - განაცხადა მდინარაძემ.