ამერიკელმა ბიზნესმენმა ბილ დორისმა დიდძალი თანხა საყვარელ ძაღლს, ბორდერ-კოლის ჯიშის "ლულუს" უანდერძა.
Associated Press- ის ცნობით, მეწარმემ თავის შინაურ ცხოველს დაახლოებით 5 მლნ დოლარი დაუტოვა.
8 წლის ძაღლს გარდაცვლილის მეგობარი მართა ბარტონი მოუვლის. ანდერძის მიხედვით, ბარტონი ლულუს მოვლისთვის ყოველთვიურ ანაზღაურებას მიიღებს.
ბარტონის თქმით, ბიზნესმენ დორისს ცოლი და შვილები არ ჰყავდა, მას "უბრალოდ ძალიან უყვარდა თავისი ძაღლი".
ქალს ეჭვი ეპარება, რომ ის და ლულუ ანდერძით დატოვებული მთელი თანხის დახარჯვას მოახერხებენ. თუმცა, ხუმრობით ამბობს, რომ ის და ლულუ ამის გაკეთებას შეეცდებიან.