ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა მოხსნას ირანის წინააღდეგ დაწესებული ყველა სანქცია, თუ მას სურს, რომ თეირანი შეასრულოს ბირთვული შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები.
"თუ მათ სურთ, ირანი დაუბრუნდეს თავის ვალდებულებებს, შეერთებულმა შტატებმა ჯერ უნდა მოხსნას ყველა სანქცია", - განაცხადა ხამენეიმ.
აიათოლა ხამენეის განცხადებით, ირანი ასრულებდა ბირთვული შეთანხმების პირობებს, მაგრამ შეერთებულმა შტატებმა და ევროპულმა სახელმწიფოებმა [გერმანია, საფრანგეთი, ბრიტანეთი] გადააბიჯეს თავის ვალდებულებებს.
გასულ თვეს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამედ ჯავად ზარიფმაც მოუწოდა ვაშინგტონს, ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნისკენ.
ირანმა ბირთვული შეთანხმებით გათვალისწინებული მთელი რიგი ვალდებულებები შეაჩერა მას შემდეგ, რაც აშშ-მი 2018 წელს გავიდა შეთანხმებიდან და აღადგინა სანქციები ირანის წინააღმდეგ. იანვრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ირანმა ურანის 20%-ით გამდიდრება დაიწყო.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შესაძლოა ამერიკა კვლავ დაუბრუნდეს ბირთვულ შეთანხმებას, თუ თეირანი განაგრძობს შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებას.