ირანი აცხადებს, რომ დაიწყო ურანის 20%-ით გამდიდრება.
ირანის მთავრობის პრესსპიკერის, ალი რაბიეის განცხადებით, ქვეყანამ ურანის გამდიდრების პროცესი მიწისქვეშ მდებარე ფორდოს ობიექტზე დაიწყო.
მისივე თქმით, ურანის გამდიდრების პროცესის წამოწყების განკარგულება ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ გამოსცა.
გამდიდრებული ურანი შეიძლება გამოყენებულ იქნას რეაქტორის საწვავად, მაგრამ მას ბირთვული იარაღის დასამზადებლადაც იყენებენ. იარაღის დასამზადებლად საჭიროა 90%-ით სუფთა ურანი.
ირანმა ბირთვული შეთანხმებით გათვალისწინებული მთელი რიგი ვალდებულებები შეაჩერა მას შემდეგ, რაც აშშ-მი 2018 წელს გავიდა შეთანხმებიდან და აღადგინა სანქციები ირანის წინააღმდეგ.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ოფიციალურად არ დაუდასტურებია ირანის განცხადება ურანის გადიდრების შესახებ. თუმცა ორგანიზაციამ პირველ იანვარს განაცხადა, რომ ირანიდან ურანის გამდიდრების განზრახვის შესახებ შეატყობინეს.
ფოტო: EPA