"ის, რაც კობახიძემ განაცხადა ცნობილი იყო ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადების შემდეგ, რომელსაც პირველს დააყენებინეს ეს ინიციატივა", - აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ზალიკო უდუმაშვილი.
მისი განმარტებით, ქართული ოცნება მაქსიმალურად ცდილობს დრო გააჭიანუროს და ერთპარტიული პარლამენტი არ გააფორმოს ქვეყანაში.
"ის, რაც დღეს კობახიძემ განაცხადა ცნობილი იყო ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადების შემდეგ, რომელსაც პირველს დააყენებინეს ეს ინიციატივა. ახლა ოცნება ცდილობს, რომ დრო გაწელოს, რათა ოფიციალურად არ გააფორმონ ერთპარტიული პარლამენტი. ეშინიათ ამის ძალიან. თუმცა, ეს ჩვენს გეგმებს ვერ შეცვლის. ერთადერთი ამ პროცესის გაწელვას აზრი აქვს თუ მმართველი პარტია ფიქრობს, რომ ჩანიშნონ ახალი არჩევნები", - განმარტავს უდუმაშვილი.