საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 16 პაციენტი გარდაიცვალა, -ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 194-ს შეადგენს. დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 240 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 681 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 9 056 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5 490, პისიარტესტით –3 566.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 258 351 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 249 709 გამოჯანმრთელდა, 3 194 კი გარდაიცვალა.