შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარდგენილი ენტონი ბლინკენის კანდიდატურა დაამტკიცა.
ბლინკენის კანდიდატურის კენჭისყრა სენატში დღეს არის დაგეგმილი. მოელიან, რომ ენტონი ბლინკენი ორპარტიულ მხარდაჭერას მოიპოვებს.
სენატის დამტკიცების შემდეგ, ბლინკენი ფიცს დადებს და ოფიციალურად შეუდგება შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის წარმართვას.
გასულ კვირას, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე მოსმენებისას, ბლინკენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ხელს შეუწყობს საერთაშორისო ალიანსების განმტკიცებას "რუსეთისა და ირანის მხრიდან საფრთხეების წინააღმდეგ".
ბლინკენის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაცია ყველაფერს გააკეთებს, რათა ხელი შეუშალოს "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის პროექტის განხორციელებას და გეგმავს, ამაში ევროკავშირის პარტნიორების დაარწმუნოს.
მომავალი სახელმწიფო მდივნის განცხადებით, შეერთებულმა შტატება მხარი უნდა დაუჭიროს უკრაინას, როგორც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე სამთავრობო უწყებების გაძლიერებაში.
ბლინკენმა ასევე განაცხადა, რომ ნატო-ს კარი ღია უნდა დარჩეს ისე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა.
58 წლის ენტონი ბლინკენი 2015-2017 წლებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობას იკავებდა და ობამას ადმინისტრაციაში ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილეც იყო.
ბლინკენი ბაიდენსს წინასაარჩევნო კამპანიისას საგარეო პოლიტიკის საკითხებში უწევდა კონსულტირებას.