აგვისტოს ომის შედეგად დაღუპული პირების ოჯახებისათვის ახალი სოციალური დაცვის სისტემა ამოქმედდება.
ამის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში პარლამენტის თავმჯდომარის დავალებით მომზადდა.
საკანონმდებლო პაკეტი ვიცე-სპიკერის გიგი წერეთლისა და ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ თოიძის მიერ არის მომზადებული.კანონპროექტის პაკეტში ოთხი კანონპროექტია შესული.
"სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილებას, რომლის თანახმად, სახელმწიფო პენსიის მიმღებს მარტოხელა შრომიოს უუნარო მშობელს, რომელიც იღებს სახელმწიფო პენსიას, უფლება ექნება, პარალელურად მიიღოს პენსია, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპული უგზო-უკვლოდ დაკარგული, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილი მებრძოლის მშობელმა.
ცვლილება შედის ასევე "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გადრაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ" კანონშიც და ცვლილების თანახმად ამ კანონით დადგენილი სოციალური დაცვის ღონისძიებები გავრცელდება კონფლიქტურ ზონებში სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებისას დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გადრაცვლილთა ოჯახების წევრებსაც.
აღნიშნული ცვლილება ითვალისწინებს იგივე ცვლილების შეტანას "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" კანონშიც. Gარდა ამისა, ცვლილება შედის "ომისა და სამხედრო ძალებისა, ვეტერანების შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანას. Kანონპროექტის თანახმად გარკვეული კატეგორიის პირებისთვის სხვა სახელმწიფო ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების და სამშვიდობო ოპერაციების ვეტერანების სტატუსს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი.