14 წლის კონსტანტინე რაზმაძეს დახმარება ესაჭიროება. აქვს უმძიმესი ფორმის თანდაყოლილი სქოლიოზი სპინაბიფიდას ელენტებით. იგი დაბადების პირველი დღიდან იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. მიუხედავად იმისა, რომ ექიმები ხერხემლის კორექციის ოპერაციას 18 წლის ასაკისთვის ვარაუდობდნენ, წელს ბავშვს დაეწყო ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესება.
მაისში მორიგი გამოკვლევისას ბავშვის ხერხემლის მალებს შორის აღმოჩნდა რქოვანი ქიმისებრი წანაზარდი, რომელიც ზურგის ტვინს აწვებოდა. ივნისში საქართველოში ჩატარდა ნეიროქირურგიული ოპერაცია და წანაზარდი ამოღებულ იქნა.
ამჟამად ბავშვს სასწრაფოდ ესაჭიროება მორიგი, რთული ქირურგიული ოპერაცია სქოლიოზის კორექციით და სტაბილიზაციით, რადგან გამრუდებული ხერხემალი იწვევს შინაგანი ორგანოების დაზიანებას. აღნიშნული ოპერაციის ჩატარება ტექნიკური მიზეზების გამო საქართველოში შეუძლებელია, ამიტომ ბავშვის ოპერირება უნდა მოხდეს საზღვარგარეთ.
სს "ბაიზსბანკში" გახნილია სპეციალური ანგარიში. ბანკის კოდი: 220101956, მიმღები ვეფხვია რაზმაძე, მიმღების ანგარიში: 14136689. მის.: დოლიძის ქ. # 128, ტელ.: 365031, 895 900910.