2021 წლის 1 იანვრიდან, სერბეთი დაიწყებს რუსული გაზის მიღებას "თურქული ნაკადის" გაზსადენით შავი ზღვის, თურქეთისა და ბულგარეთის გავლით.
ამ დროისთვის სერბეთი რუსულ გაზს უკრაინის გავლით იღებს.
სერბული მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტი ალესაქსანდრე ვუჩიჩი საზეიმოდ გახსნის ახალ გაზსადენს.
გაზსადენი "თურქული ნაკადი", რომელიც რუსულ გაზს შავი ზღვის გავლით თურქეთსა და სამხრეთ ევროპულ ქვეყნებს მიაწვდის, ექსპლოატაციაში 2020 წლის იანვარში შევიდა.
"თურქული ნაკადის" გავლით რუსული ბუნებრივი აირი უვკე მიიღეს თურქეთმა, ბულგარეთმა, საბერძნეთმა და მაკედონიამ.
დაგეგმილია, რომ მოგვიანებით, სერბეთის გავლით, "თურქული ნაკადი" ჩააღწევს ჯერ უნგრეთში, შემდეგ კი ავსტრიაში.
შეგახსენებთ, შეერთებული შტატები მკაცრად ეწინააღმდეგება გაზსადენების - "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ისა და "თურქული ნაკადის" მშენებლობას და სანქციებს აწესებს ენერგოპროექტების წინააღმდეგ.
შეერთებული შტატების "2021 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი" გაზსადენების წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას ითვალისწინებს.