არასრულწლოვანი მსჯავრდებულების განათლების რეფორმის ფარგლებში, არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებას ქართველი მწერლები - თეონა დოლენჯაშვილი, ეკა ღაღანიძე, ნესტან კვინიკაძე, დავით ქართველიშვილი და გიორგი კეკელიძე ესტუმრნენ.
არასრულწლოვანი მსჯავრდებულების მწერლებთან შეხვედრა ჟურნალ "ფოკუსის" ინიციატივით მოხდა. მწერლებმა არასრულწლოვნებს საჩუქრად საკუთარი ავტოგრაფით გაფორმებული წიგნები გადასცეს და მათთვის საინტერესო თემებზე დისკუსია გამართეს.
სამინისტროსთვის არასრულწლოვანი მსჯავრდებულები განსაკუთრებული ზრუნვის საგანია და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ ადამიანებთან შეხვედრებს რეგულარულად აწყობს. მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს მათ საზოგადოებაში რესოციალიზაციასა და რეინტეგრაციას, რათა გარიყულად არ იგრძნონ თავი და საზოგადოებას სრულყოფილ წევრებად დაუბრუნდნენ.
დღევანდელ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მწერლები არასრულწლოვანთა დაწესებულებას კვირაში ერთხელ ესტუმრებიან.