გამობრძანდნენ ახლა და თავად განმარტონ, საიდან ჰქონდათ ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციის შიდა საკითხებზე", - ამბობს „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი იმასთან დაკავშირებით, საიდან გაიგო ქართულმა ოცნებამ სამართლიანი არჩევნების შიდა, დახურული ინფორმაციის შესახებ.
"მთავარი კითხვის ნიშანი არის - საიდან გაიგო ქართულმა ოცნებამ სამართლიანი არჩევნების შიდა, დახურული ინფორმაციის შესახებ. სანამ ამ კითხვას პასუხი არ გაეცემა, ქართული ოცნება არის ეჭვმიტანილი ძალიან სერიოზულ და საჩოთირო ამბავში. ამიტომ, გამობრძანდნენ ახლა და თავად განმარტონ, საიდან ჰქონდათ ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციის შიდა საკითხებზე", - თქვა ანა ნაცვლიშვილმა.
სამართლიანმა არჩევნებმა პარალელური დათვლის (PVT) შედეგების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია 11 დეკემბერს გამოაქვეყნა. განახლებული მონაცემების მიხდვით, ქართულ ოცნებას 47.6% აქვს, ხოლო მანამდე მმართველი გუნდის პროცენტული მაჩვენებელი 45.8%-ს შეადგენდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შეჯამებულ საბოლოო შედეგებით კი ქართულმა ოცნებამ ამომრჩეველთა ხმების 48,22% მიიღო.
ISFED-ის თავმჯდომარემ, ელენე ნიჟარაძემ არ გამორიცხა, რომ შესაძლოა ქართულმა ოცნებამ ორგანიზაციის შეცდომის შესახებ ინფორმაცია ფარული მიყურადებით მიიღო. მისივე თქმით, მმართველი გუნდი PVT-ის შედეგებით მანიპულირებს, ვინაიდან 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პრობლემა ე.წ კარუსელები და დისბალანსია, რომელიც უბნების 8%-ში გამოვლინდა.
სამართლიანი არჩევნების 1-ელ ნოემბერს გაკეთებული განცხადების მიხედვით, უბნების 8%-ში გამოვლენილი დისბალანსის შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა მაქსიმუმ 4.1%.