ოპოზიციას საფუძველი არ აქვს, რომ რიგგარეშე არჩევნები მოითხოვოს. მსჯელობის შედეგად მათ დაინახეს, რომ არავითარი სისტემური გაყალბება და მანიპულაცია არ ყოფილა", - ამბობს ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე.
მისი თქმით, ე.წ. პოლიტპატიმრების საკითხს, რაც შეეხება, ეს არის სამართლებრივად გადასაწყვეტი საკითხი შესაბამისი ორგანოების მიერ,
„რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, ვერც ერთი პუნქტით ვერ ამტკიცებენ ისინი იმას, რომ რაიმე სისტემური ტიპის ხარვეზი იყო. რა თქმა უნდა, ხარვეზები იყო, იყო ლოკალური ტიპის ხარვეზები, მაგრამ დღეს გვქონდა ამასთან დაკავშირებით მსჯელობა და ვერც ერთ პუნქტში ისინი ვერ ამტკიცებენ იმას, რომ რაიმე სისტემური ხარვეზი იყო და რომ 48% არ არის 48%. ოპოზიციას საფუძველი არ აქვს, რომ რიგგარეშე არჩევნები მოითხოვოს. მსჯელობის შედეგად მათ დაინახეს, რომ არავითარი სისტემური გაყალბება და მანიპულაცია არ ყოფილა", - განაცხადა კობახიძემ.