თუ ზოგიერთი პარტია გადაწყვეტს, რომ არ შემოვიდეს პარლამენტში, ჩვენ მეტ დროს დავუტოვებთ ამ პარტიებს იმისთვის, რომ თუნდაც მოგვიანებით შემოვიდნენ პარლამენტში, - ამბობს ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე.
მისი თქმით, ოპოზიციასთან ბევრ საკითხზე შეაჯერეს პოზიციები, რაც მას ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს.
"თუ ზოგიერთი პარტია გადაწყვეტს, რომ არ შემოვიდეს პარლამენტში, ჩვენ მეტ დროს დავუტოვებთ ამ პარტიებს იმისთვის, რომ თუნდაც მოგვიანებით შემოვიდნენ პარლამენტში. არ შეუწყდებათ მათ სადეპუტატო უფლებამოსილება... ნებისმიერ დროს, მაგალითად მომავალ წელს, მათ შეეძლებათ, რომ დატოვონ ბოიკოტის რეჟიმი და შემოვიდნენ პარლამენტში", - თქვა კობახიძემ.