"ოფშორში დარეგისტრირებულ კომპანიების მფლობელებს მედიასაშუალებების ფლობა აეკრძალებათ, ან მათ საკუთარი ვინაობის საზოგადოებისათვის გამჟღავნება მოუწევთ", - ამის შესახებ მზადდება საკანონმდებლო ინიციატივა რომლის შესახებაც პარლამეტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მან აღნიშნა, რომ კანონპროექტი მედისაშუალების მფლობელების ვინაობის გამჭვირვალობის შესახებ, ყველა კატეგორიის მფლობელს, მათ შორის ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებულ მფლობელებსაც შეეხებათ.
"კანონმდებლობა უნდა შეეხებოდეს მფლობელთა ყველა კატეგორიას, მათ შორის ოფშორში დარეგისტრირებულ კომპანიებისაც. ამ თვალსაზრისით, ჩვენ გვინდა, შემოვიტანოთ მეტი გამჭვირვალობა. ოფშორში დარეგისტრირებული კომპანია - ადამიანები ვისი სახელიც საზოგადოებისთვის არის დაფარული, არ უნდა წარმოადგენდნენ მედიასაშუალებების მფლობელებს, ან წარმოადგენდნენ, მაგრამ უნდა მოხდეს მათი ვინაობის გაცხადება. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ამ სტანდარტის", - განაცხადა ბაქრაძემ.
როგორც ცნობილია, პარლამენტში მზადდება საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ქვეყანაში მედიასაშუალებების გამჭვირვალობას ითვალისწინებს.
საქართველოს პარლამეტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განმარტებით, შესაბამისი კომიტეტები ინიციატივას უახლოესი ორ კვირის განმავლობაში მოამზადებენ რის შემდეგაც პარლამენტი ინიციატივის განხილვას დაიწყებს.