შშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას აქვს არჩევნების გაყალბების მტიცებულებები, რომლებიც კენჭისყრის შედეგების შესაცვლელად სრულიად საკმარისია.
"ჯო ბაიდენი ასე რატომ ჩქარობს კაბინეტის ფორმირებას, მაშინ როცა ჩემმა მხარდამჭერებმა ასი ათასობით გაყალბებული ხმა აღმოაჩინეს?"- წერს ტრამპი ტვიტერზე.
მისი თქმით, მის ხელთარსებული მონაცემები საკმარისია, რომ ოთხ შტატში კენჭისყრის შედეგები შეიცვალოს და გამარჯვებას მიაღწიოს.
ამასთან, ტრამპი გამოთქვამს იმედს, რომ სასამართლოებსა და შტატის საკანონმდებლო ორგანოებს ეყოფათ გამბედაობა "გააკეთონ ის, რაც უნდა გაკეთდეს პატიოსანი არჩევნების შესანარჩუნებად შეერთებულ შტატებში".
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართა.
იმის მიუხედავად, რომ ჯო ბაიდენი გამოცხადდა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად, ტრამპი ჯერ კიდევ არ აღიარებს მისი დემოკრატი მეტოქის გამარჯვებას.
შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ამტკიცებს, რომ სულ მცირე 2.7 მილიონი ხმა "მოპარეს".
ფოტო: AP