დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 473 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა.
„დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 473 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 73 154-ს.
გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 342 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 55 511- მდე.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 37 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 13, აჭარაში - 10, იმერეთში - 8, ქვემო ქართლში - 3, შიდა ქართლში -2, ხოლო კახეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 636 გარდაცვალების შემთხვევა.
დღეს გამოვლენილი 3 473 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 493 შემთხვევა, აჭარა - 448, იმერეთი - 513, ქვემო ქართლი - 190, შიდა ქართლი - 175, გურია - 55, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 287, კახეთი - 98, მცხეთა-მთიანეთი - 119, სამცხე-ჯავახეთი - 72, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 23.
ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 981. 4 957 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 420, აჭარაში - 789, იმერეთში - 963. მძიმე პაციენტი გვყავს 633, მათ შორის, თბილისში - 309, აჭარაში - 101, იმერეთში - 163. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 357 პირი, მათ შორის, თბილისში - 191, აჭარაში - 101, იმერეთში - 33. 3 413 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 583 - აჭარაში, 1 272 - თბილისში, ხოლო 294 - იმერეთში. 8 611 ადამიანი მკურნალობს ბინაზე.
საკარანტინე სივრცეში გვყავს 2 447 პირი, მათ შორის, თბილისში - 358, აჭარაში-1 266, ხოლო იმერეთში - 39.
სულ 6 ოქტომბრიდან - 12 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 14 575 პირი.
დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 41 958 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 6 709 პირი, აჭარაში - 17 568, იმერეთში - 4 629“, - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.