თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუხამედოვმა საყვარელი ძაღლის პატივისცემის ნიშნად, მისი 6-მეტრიანი, მოოქროვილი ქანდაკება გახსნა.
ბერდიმუხამედოვის საყვარელი ჯიშის ძაღლის, შუააზიური ნაგაზ ალაბაის ქანდაკება თურქმენეთის დედაქალაში განთავსდა. ალაბაი თურქმენეთის ეროვნულ საგანძურთა ნუსხაშია შეტანილი.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პრეზიდენტი პატივს მიაგებენ ამ ჯიშს - მან შარშან ალაბის წიგნი მიუძღვნა.
Eurasianet-ის ცნობით, ქანდაკება მდებარეობს საცხოვრებელ ზონაში, რომელიც შექმნილია საგანგებოდ საჯარო მოსამსახურეებისთვის.
ძეგლი 9-მეტრიან კვარცხლბეკზეა აღმართული. უცნობია თუ რა დაჯდა ძეგლის აღმართვა.
გახსნის ცერემონიალს პირადად დაესწრო პრეზიდენტი ბერდიმუხამედოვი.