თავყრილობებს დღეს არ აქვს არავითარი გამართლება, თუნდაც ის იყოს ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ზრუნვის საბაბით. აცხადებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.
მისი თქმით, ლოკდაუნის არგამოცხადების პირობებში, კორონავირუსის შემთხვევების ზრდის შეჩერების გზა არის რეგულაციების უმკაცრესი დაცვა, როგორებიცა აპირბადის ტარება, სოციალური დისტანცირება, პირადი ჰიგიენა და თავყრილობებზე უარის თქმა.
"თუ რომელიმე მათგანის გაკეთება გარკვეული სპეციფიკის გამო, მხედველობაში მაქვს საარჩევნო და პოლიტიკური პროცესი, ვერ ხერხდება, თუმცა სასურველია, მოხერხდეს. დღეს არავითარი გამართლება არ აქვს ხალხმრავალ თავყრილობებს, თუნდაც ის კეთდებოდეს კეთილი ზრახვებით და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ზრუნვის საბაბით", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.