საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს, ხვიჩა კვარაცხელიას და ლევან შენგელიას კორონავირუსი დაუდასტურდათ. განცხადებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
ფეხბურთელები 12 ნოემბერს ჩრდ. მაკედონიასთან გასამართ ერთა ლიგის D ჯგუფის ფინალურ მატჩს გამოტოვებენ.
"საწვრთნელ შეკრებამდე, ფეხბურთელებისთვის ჩატარებულმა COVID19-ის ტესტებმა უარყოფითი პასუხი აჩვენა და გუნდმა ვარჯიში პროტოკოლით გათვალისწინებული წესების შესაბამისად დაიწყო. უეფას პროტოკოლის თანახმად, ოფიციალურ მატჩამდე ორი დღით ადრე (10 ნოემბერს) როგორც ფეხბურთელების, ისე გუნდთან დაკავშირებული ოფიციალური პირების სავალადებულო ტესტირება მოხდა. აღნიშნული ტესტების შედეგი, პროტოკოლის შესაბამისად, მიეწოდება ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს.
10 ნოემბრის ტესტმა ორ ფეხბურთელზე დადებითი პასუხი აჩვენა. ხვიჩა კვარაცხელიას და ლევან შენგელიას განმეორებითი ტესტის შედეგად ვირუსი დაუდასტურდათ. ფეხბურთელები, პროტოკოლის შესაბამისად, იზოლაციაში იმყოფებიან და მომდევნო დღეებში, სამედიცინო ჯგუფის მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.
საქართველოს ნაკრები ამ ეტაპზე, 12 ნოემბერს ჩრდილოეთ მაკედონიასთან, 15 ნოემბერს სომხეთთან და 18 ნოემბერს ესტონეთთან გასამართი მატჩებისთვის მზადებას 27 ფეხბურთელის შემადგენლობით განაგრძობს", - ვკითხულობთ განცხადებაში.