ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, დაახლოებით, მოსახლეობის 30 პროცენტამდე რეალურად ასე აღიქვამს არჩევნებს, რომ ან მნიშვნელოვნად ან მეტნაკლებად მნიშვნელოვნად მანიპულაციები განხორციელდა საარჩევნო პროცესში,- განაცხადა „ქათული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“.
მისი თქმით, ვისაც აქვს ძლიერი პოზიციები, ის დიალოგსა და დისკუსიას არ გაურბისმ რადგან დიალოგი ეს არის საზოგადოების დაკვეთა, რადგან საზოგადოებას ნამდვილად არ უნდა ისეთი პროცესები, რომლებიც შეიძლება, უარყოფითად აისახოს ქვეყანაზე.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, თუ რამე აქვთ გასარკვევი, მოდით, დავსხდეთ და გავარკვიოთ. მაგალითად, საუბარი იყო არჩევნების შედეგებზე, გაყალბდა თუ არა არჩევნები. ნახეთ, როგორ წარიმართა პროცესები, აბსოლუტურად ხელოვნური იყო პროცესები, რომლებიც უკავშირდებოდა გარკვეული აღქმის შექმნას საზოგადოების გარკვეულ ნაწილში. ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, დაახლოებით, მოსახლეობის 30 პროცენტამდე რეალურად ასე აღიქვამს არჩევნებს, რომ ან მნიშვნელოვნად ან მეტნაკლებად მნიშვნელოვნად მანიპულაციები განხორციელდა საარჩევნო პროცესში. ანუ, საზოგადოების გარკვეულ სეგმენტში, ეს არის ძირითადად ოპოზიციური ელექტორატი, მათ შეძლეს ასეთი აღქმის ჩამოყალიბება. ჩვენი სურვილია, ყველაფერს მოვფინოთ ნათელი, ეს არის პირველ რიგში საზოგადოების ინტერსებში. ეს აინტერესებს იმ 70 პროცენტსაც, ვისაც სჯერა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და იმ 30 პროცენტსაც“, – განაცხადა კობახიძემ.