COVID-19-ით ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში #59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი გარდაიცვალა.
ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს ცნობით, პაციენტს თანმდევი დაავადებები ჰქონდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
"უფრო კონკრეტულად მას COVID-19-თან ერთად აღენიშნებოდა ორმხრივი პნევმონია, მართვით თანმხლები დაავადებებიდან, ქრ. Bჰეპატიტი, არტერიული ჰიპერტენზია, გულის ქრ.უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტის მე-2 ტიპი", - აცხადებენ საავადმყოფოში.