"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე საკოორდინაციო საბჭოს მიერ გადაადგილების შეზუდვას ეხმიანება.
ნინო ბურჯანაძის თქმით, დაწესებული შეზღუდვები პოლიტიკური მუხტის ჩახშობის მცდელობა.
"ყველაფერი არის დაკავშირებული საპროტესტო აქციებთან, ვიცით, ეს ვიცოდით არჩევნებამდე და სწორედ ამიტომ იყო, რომ ვამბობდი, ვიფიქროთ არჩევნების გადატანაზე-მეთქი, იმიტომ რომ ნათელი იყო, ხელისუფლება კოვიდთან დაკავშირებით ყველანაირ სპეკულაციებს გამოიყენებდა. ვირუსი ადამიანს ღამის 10 საათიდან დილის 8 საათამდე ემართება? ამიტომ სახლში უნდა დავიმალოთ? არა უშავს, მე დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკური ბრძოლა თავის გზით წავა", - ამბობს ნინო ბურჯანაძე "რუსთავი 2"-თან საუბრისას.
შეგახსენებთ, 9 ნოემბრიდან თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში, 22:00 საათიდან დილის 5 საათამდე შეზღუდული იქნება გადაადგილება.