როდესაც შენ აანონსებ რევოლუციურ სცენარებს, არეულობებს და უბედურებას, ეს, ბუნებრივია, გავლენას ახდენს ლარის კურსზე, მაგრამ ეს არის რამდენიმე დღის საქმე, - განაცხადა "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ.
კობახიძე დარწმუნებულია, რომ რამდენიმე დღეში კურსი დარეგულირდება.
"როდესაც შენ აანონსებ რევოლუციურ სცენარებს, არეულობებს და უბედურებას, ეს, ბუნებრივია, გავლენას ახდენს ლარის კურსზე, მაგრამ ეს არის რამდენიმე დღის საქმე. 2-3 დღეში მიხვდება ქართული საზოგადოება, რომ მათ არავითარი თავი რევოლუციური სცენარის განხორციელების არ აქვთ, ისინი არიან უნიათო რევოლუციონერები, რაზეც ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, ლარი დღეს დოლართან მიმართებით 4.21 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან მიმართებით კი - 4.56 თეთრით.