ოფიციალური თბილისი აფხაზეთის რუსულ სატელეფონო კოდზე გადასვლასთან დაკავშირებით შესაბამის რეაგირებას ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო სააგენტოსგან ელის.
როგორც აღნიშნულზე კომენტირებისას ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო კალანდაძემ განუცხადა, "შესაბამისი წერილი სამართლებრივი დასაბუთებით სააგენტოს უკვე გადაეგზავნა".
"ახლა ველოდებით რეაგირებას. იმედია ამ ყველაფერს სააგენტოს მხრიდან სამართლებრივი დოკუმენტაციის მიღება მოჰყვება", - განაცხადა კალანდაძემ.
ამასთან, მინისტრის მოადგილის განმარტებით, აღნიშნულის საპროტესტოდ ოფიციალურმა თბილისმა მოსკოვს შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით საპროტესტო ნოტა ჯერ კიდევ მაშინ გადაუგზავნა, როცა აფხაზეთის რუსულ სატელეფონო კოდზე შესაძლო გადასვლის შესახებ გაცხადდა.
შეგახსენებთ, რომ 15 ნოემბერიდან აფხაზეთში სატელეფონო კავშირის დამყარება რუსული კოდითაცაა შესაძლებელი.
საქართველოს კოდი 8 881 22 მხოლოდ ახალწლამდე იმოქმედებს, შემდეგ კი მარიონეტული რეჟიმი საქართველოს კოდს გათიშავს. ახალი წლის შემდეგ აფხაზეთში დარეკვა მხოლოდ რუსეთის მიერ დაწესებული სატელეფონო კოდით იქნება შესაძლებელი