საქართველოს ფეხბურთელთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა 14 ნოემბერს "ლოკომოტივის" სტადიონზე გამართულ ევროპის 2011 წლის ჩემპოინატის შესარჩევი ეტაპის მატჩში ირლანდიის წინააღმდეგ 1:1 ითამაშა და ქულის აღება მოახერხა. ქართველებმა შეხვედრა მარცხისაგან მატჩის ბოლო წუთებზე იხსნეს, როდესაც კუთხურიდან გათამაშებული კომბინაციისა და ჯანო ანანიძის აქტიურობის შედეგად, გოლის გატანა ცვლილებაზე შემოსულმა ვახტანგ კვარაცხელიამ შეძლო.
ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი 21-წლამდე ასაკის ფეხბურთელთა შორის
14 ნოემბერი. თბილისი. "მიხეილ მესხი". 8000 მაყურებელი.
საქართველო - ირლანდია 1:1
საქართველო: კვასხვაძე, თომაშვილი, თოთაძე (52. გაბედავა), გეთიაშვილი, კაკუბავა, დაუშვილი, კვეკვესკირი, კლიმიაშვილი (78. ჭედია), ოქრიაშვილი, ანანიძე, ივანიშვილი (70.კვარაცხელია).
მწვრთნელი: ოთარ გაბელია
ირლანდია: რედმონდი, კოლემანი, ჰატონი, მორისი, დენეჰი, მეილერი, სკანელი (45. კერი), კოლინზი (67. კონელი), გარვანი, შერიდანი (85. ოუებანიო), გლიისონი.
მწვრთნელი: დონ გივენსი
გოლები: 0:1 კერი (48), 1:1 კვარაცხელია (84)
გაფრთხილება: დაუშვილი (40), ჰატონი (45), გლიისონი (47), გარვანი (86), ანანიძე (90)
მსაჯი: ტომ ჰარალდ ჰაგენი (ნორვეგია)